პროფკავშირების განცხადება

დაზარალებულ დამსაქმებულებთან ერთად ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირმა სპეციალური განცხადება გააკეთა. მათი თქმით, კომპანია „ქართულ სახლში“ 17 თანამშრომელი გაათავისუფლეს და მათ ნაწილს 49%-იანი ჯარიმა დაეკისრა, რაც ხელფასიდან გამოექვითათ. პროფესიულ კავშირებში აცხადებენ, რომ ისინი გააგრძელებენ ბრძოლას კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მოახდენენ კომპანიის საფირმო მაღაზიების პიკეტირებას.

კომპანიაში ბრალდებებს საპასუხდ აცხადებენ, რომ თანამშრმლების გათავისუფლება არ მომხდარა.