პროფკავშირების გაერთიანება ტყიბულელ მეშახტეებს სოლიდარობას უცხადებს

15:14, 25.09.2019

პროფკავშირების გაერთიანება ტყიბულელ მეშახტეებს სოლიდარობას უცხადებს და კომპანიის უპასუხისმგებლობაზე საუბრობს.

ირაკლი პეტრიაშვილი ტყიბულის მომავალთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს სამმხრივი კომისიის დაუყოვნებლივ მოწვევას სთხოვს. ის ტყიბულის შახტში არსებულ კომპანიასთან მოლაპარაკების რესურს ვერ ხედავს.

პეტრიაშვილის აზრით, დღევანდელი მძიმე ვითარების განსამუხტად ტყიბულის შახტი დღეს არსებულმა კომპანიამ უნდა დატოვოს და სახელმწიფომ ისეთი ინვესტორი შეარჩიოს, რომელიც მეშახტეების უსაფრთხო მუშაობას უზრუნველყოფს.

მსგავსი