პროფკავშირების ევროპის ფედერაციის კონფერენცია
საჯარო სერვისების პროფკავშირების ევროპის ფედერაციის რეგიონული შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული აერთიანებს ევროპის პროფესიულ კავშირებს საჯარო სამსახურის, მომსახურებისა და ჯანდაცვის მიმართულებით ორგანიზაციებს. საუბარია დაახლოებით 8 მილიონ დასაქმებულ წევრზე. დასაქმების ფორუმის მიზანია დამსაქმებლების, მთავრობებისა და ევროპული ინსტიტუტების მიერ უკეთესი სამუშაო პირობების, გაუმჯობესებული სოციალური დაცვისა და გაძლიერებული შრომითი უფლებების შექმნა.