პროფკავშირები: ტყიბულის შახტში 5 აპრილის ტრაგედია ადამიანურ ფაქტორებს უკავშირდება

გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, ტყიბულის შახტში 5 აპრილის ტრაგედია ადამიანურ ფაქტორებს უკავშირდება.

უწყების ინფორმაციით, დასკვნა საერთაშორისო ექსპერტებმა დადეს. მათივე ინფორმაციით, ექსპერტიზა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინიციატივით და მოწვევით, 2018 წლის 23 -26 აპრილის პერიოდში, მინდელის სახელობის შახტში უკრაინელი ექსპერტების მიერ ჩატარდა.

მოკვლევის ფარგლებში განხილული იყო მინდელის სახელობის შახტაში ქვანახშირის მოპოვების სამთო-გეოლოგიური და სამთო ტექნიკური პირობები.

მოკვლევის შედეგად, მომზადდა 21-გვერდიანი დასკვნა, რომელიც ნაწილობრივ იძლევა პასუხს მთავარ კითხვაზე – რა გახდა შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზი.