პროფესიული უნარები მშენებლობისთვის - ფორუმი თბილისში

„პროფესიული უნარები მშენებლობისთვის, მშენებლობა პროფესიული უნარებისთვის“– საქართველოში სამშენებლო სექტორში პროფესიული კვალიფიკაციის გაზრდის ხელშეწყობისთვის ფორუმი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში  სამშენებლო კომპანიების, ასოციაციების, სასწავლო საწარმოებისა და სამინისტროების წარმომადგენლებს შორის დიალოგი შედგა.

როგორ უნდა უზრუნველვყოთ სამშენებლო სექტორი ევროპული სტანდარტების შესაბამისი უნარების მქონე პროფესიონალი კადრებით. ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დუალურ პროფესიულ სწავლებას, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე   შვიდ პროფესიულ პროგრამაზე, ათ სამშენებლო კომპანიასა და სამ პროფესიულ კოლეჯში მშენებლობის მიმართულებით დაიწყო.

სამშენებლო კომპანიებმა ასევე ხაზი გაუსვეს კერძო სექტორის როლსა და მათ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ ახალგაზრდების მომზადებას საქართველოს სამშენებლო სექტორში.