პროფესიული სერტიფიკატების გადაცემა
გიორგი გვარაკიძემ პროკურორებს და გამომძიებლებს რანგში დაწინაურების სერტიფიკატები გადასცა. გენერალურმა პროკურორმა კოლეგებს პროფესიული წინსვლა მიულოცა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – რანგირების საბჭოზე რანგში დაწინაურების მიზნით 41 პროკურატურის თანამშრომელი იყო წარდგენილი. მათ შორის პირველი რანგი მიენიჭა 22 თანამშრომელს. ხოლო მეორე რანგი19-ს. საქართველოს პროკურატურაში პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების სისტემა 2020 წლიდან საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით დაინერგა.