პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა

18:52, 16.10.2026

განათლების მინისტრის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე, გივი მიქანაძემ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებთან ერთად, პროფესიული განათლების სფეროში არსებული გამოწვევები, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა. მონაწილეებმა იმსჯელეს 2026 წლის საშემოდგომო მიღების შედეგებზე, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციურ მოწყობასა და სახელფასო პოლიტიკაზე.  სხდომა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. კოლეჯების დირექტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე მინისტრისგან მიეღოთ ინფორმაცია.

მსგავსი