პროფესიული პროგრამები – ტესტირება დაიწყო

15:20, 24.10.2026

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირების მიმდინარეობას თბილისში გახსნილ კოლეჯებსა უნივერსიტეტ SEU-ში გახსნილ საგამოცდო ცენტრში გაეცნო.
ტესტირება დღეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ხვალ კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში ტარდება. პროფესიული ტესტირება ჯამში 27 ქალაქში გახსნილ 42 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს.
წელს ტესტირებაზე 12 600-მდე მსურველი დარეგისტრირდა.

მსგავსი