საქართველოს პირველი არხის კორესპონდენტს, ანა ბროლაძეს პირდაპირი ჩართვის დროს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიდა აქციის მონაწილეთა ნაწილი. მათი მხრიდან ისმოდა სხვადასხვა შეძახილები. პირველი არხის ჟურნალისტმა რამდენჯერმე მოუწოდა აქციის მონაწილეებს, მიეცათ მისთვის მუშაობის საშუალება.