პროფესიული მომზადების მოკლევადიანი კურსები

პროფესიული მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსების დაფინანსებაზე განაცხადების მიღებას იწყებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. მოთხოვნების წარდგენა 11-დან 22 აგვისტოს ჩათვლით შეიძლება. დაინტერესებულმა პროფესიულმა სასწავლო დაწესებულებებმა, დაფინანსების მოსაპოვებლად, აუცილებელია, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიაწოდონ საჭირო დოკუმენტაცია, რომლის ჩამონათვალი ხელმისაწვდომია სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე.

მიმდინარე წელს დასაქმების სახელმწიფო სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოთხოვნადი პროფესიების 80-მდე მოკლევადიანი კურსი უკვე დააფინანსა. 2 000-მდე სამუშაოს მაძიებელმა პირმა კი უკვე ისარგებლა ამ შესაძლებლობით და შეისწავლა ახალი პროფესია.