პროფესიული კონფერენცია ქუთაისში
„ხელოვნური ინტელექტი და იურიდიული პრაქტიკა“- ამ სახელწოდებით ქუთაისში პროფესიული კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება, რომელიც Nebula AI Hub-ისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლობით ჩატარდა, მიზნად ისახავდა იურიდიული სფეროს პროფესიონალებისთვის და სტუდენტებისთვის AI-ით გამოწვეული ცვლილებების ანალიზს. ამასთან ხაზი გაესვა რეგიონული პროფესიული საზოგადოების მზადყოფნას, ჩაერთონ იურიდიული ტექნოლოგიების განვითარებაში და გაიაზრონ პროფესიის მომავალი.