პროფესიული კოლეჯების დაფინანსება

კერძო პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელები ხელისუფლების მხრიდან დისკრიმინაციულ მიდგომაზე საუბრობენ.

უკმაყოფილების მიზეზი სტუდენტების სწავლის დაფინანსების სქემაა.

უმაღლესი სასწავლებლებისგან გასხვავებით, პროფესიულ სასწავლებელში სწავლის დაფინანსება სტუდენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია მოიპოვოს, თუ ის სახელმწიფო კოლეჯში ჩააბარებს.

კერძო პროფესიულ კოლეჯებზე სახელმწიფო გრანტები არ ვრცელდება.

გენო ოსიყმაშვილი დაინტერესდა, გადაიხედება თუ არა დაფინანსების არსებული სისტემა.