პროფესიული განათლების პროგრამები აჭარაში

12:23, 03.09.2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან და განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ქვეპროგრამის მონაწილე სტუდენტებსა და მასწავლებლებს შეხვდა. ქვეპროგრამის ფარგლებში, კოლეჯების „ახალი ტალღისა“ და „ბლექსის 25“-ის მასწავლებელმა კვალიფიკაცია გერმანიაში, ხორვატიაში, ესტონეთსა და პორტუგალიაში აიმაღლა. 2026 წლიდან პროგრამა სტუდენტებზეც გავრცელდა. წელს დაფინანსდა 10 სტუდენტი, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში ესტონეთში, ვალგამას სახელმწიფო პროფესიულ სასწავლო ცენტრში, სტუმარმასპინძლობისა და კვების მიმართულებით გაცვლით პროგრამაში ჩაერთვებიან. ზურაბ პატარაძის განცხადებით, პროფესიული განათლების მხარდაჭერა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება კი – ახალგაზრდებს ახალი ცოდნისა და შესაძლებლობებისკენ გაუხსნის გზას.

მსგავსი