პროფესიული განათლების მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენცია
„პროფესიული განათლება თანამედროვე ეკონომიკური და ტექნოლოგიური ცვლილებების პირობებში“ – ბათუმში პროფესიული განათლების მასწავლებელთა III საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით განათლების მინისტრმა მიმართა. გივი მიქანაძის თქმით, ყოველწლიურად იზრდება პროფესიული განათლების დაფინანსება, ვითარდება კოლეჯების ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ინერგება სწავლების თანამედროვე მიდგომები და ციფრული ტექნოლოგიები. თუმცა, მინისტრის განცხადებით, ძლიერი პროფესიული განათლების სისტემის მთავარი საფუძველი კვალიფიციური მასწავლებელია. გივი მიქანაძის თქმით, პედაგოგების მხარდაჭერაზე სამინისტრო აქტიურად მუშაობს და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სხვადასხვა შესაძლებლობას სთავაზობს, მათ შორის – უცხოეთში.