„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ 2024 წლის გამარჯვებულები გამოვლინდა. დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო: პროფესიული განათლების სტუდენტი; პროფესიული განათლების მასწავლებელი; პროფესიული განათლების პროგრამა და პროფესიული განათლების ბიზნესპარტნიორი. ღონისძიებაზე ძირითადი საკონკურსო კატეგორიების გარდა, ფინალისტებს საქართველოს პარლამენტმა და პროფესიული უნარების სააგენტომ სპეციალური პრიზები გადასცეს. გამარჯვებულები განათლების მინისტრმა დააჯილდოვა.