პროფესიული განათლების ახალი სტრატეგია

განათლება დასაქმებისთვის, – პროექტის მეორე ფაზა.

ევროკავშირი საქართველოს 156 მილიონ ლარს გამოუყოფს. თანხა პროფესიული განათლებისა და შრომითი ბაზრის განვითარებას მოხმარდება. პროექტი 5 წლიანია და მისი მიზანია, მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების გზით, საქართველოს 105 ათასი მოქალაქეს ხელი შეუწყოს დასაქმებაში. ახალი დაფინანსების ფარგლებში პროექტი ძირითადად რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებზე იქნება ორიენტირებული.