იზრდება იმ სკოლების რაოდენობა, სადაც მოსწავლეები ინტეგრირებულ პროფესიულ პროგრამებს შეისწავლიან.
2024 წლიდან პროფესიული განათლება ქვეყნის 20 საჯარო სკოლაში შევიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგადი განათლების მიღების პარალელურად, მოსწავლეებს სკოლაშივე შეუძლიათ სხვადასხვა პროფესიას დაეუფლონ. ახალი სასწავლო წლისთვის კი ინტეგრირებული პროფესიული პროგრამებით სწავლება 50-ზე მეტ სკოლაში იქნება შესაძლებელი, მომდევნო წლებში კი რაოდენობა კიდევ გაიზრდება.
გენო ოსიყმაშვილი არკვევდა, რა პრინციპით აირჩევიან პროგრამაში ჩართული სკოლები და რა სპეციალობების დაუფლებას შეძლებენ მოსწავლეები.