პროფესიული გადამზადების პროგრამა პირველ არხზე  

საქართველოს პირველი არხი ოპერატორების პროფესიული მომზადების კურსს იწყებს. ეს იქნება 3-თვიანი პროგრამა, რომელსაც გამოცდილი ოპერატორები და რეჟისორები გაუძღვებიან. საქართველოს პირველმა არხმა უკვე მოიპოვა სპეციალური ლიცენზია, რომელიც პროფესიული მომზადების / პროფესიული გადამზადების პროგრამების უფლების მიმნიჭებელმა საბჭომ გასცა. პროფესიული მომზადების პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეეძლება პრაქტიკაში გამოიყენოს თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები და იმუშაოს დამოუკიდებლად, როგორც ტელევიზიაში, ისე ფრილანსერად.