პროფესიულ კოლეჯში „იკაროსი“  შშმ პირებისთვის ღია კარის დღე გაიმართა

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის ფარგლებში, პროფესიულ კოლეჯში „იკაროსი“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ღია კარის დღე გაიმართა, სადაც მომავალ სტუდენტებს პროფესიული პროგრამების, რეგისტრაციისა და ჩარიცხვის პროცედურების  შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და კულინარიის მიმართულებით საჩვენებელი გაკვეთილიც ჩაუტარეს.

შშმ პირებს 2013 წლიდან აქვთ შესაძლებლობა ისწავლონ კოლეჯებში და დაეუფლონ მათთვის ხელმისაწვდომ პროფესიას, მათთვის გარემო ადაპტირებულია და უზრუნველყოფილნი არიან სწავლებისთვის საჭირო დამატებითი სპეციალისტების მომსახურებით და სხვადასხვა მატერიალური რესურსით.