პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი
პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო თბილისში.
ღონისძიებას დედაქალაქი წელს მეორედ მასპინძლობს. ადგილობრივი და უცხოელი მოცეკვავეები „საქართველოს ცეკვის თასის“ მოსაპოვებლად იასპარეზებენ.
ფესტივალი 18 ოქტომბერს გალა საღამოთი დაიხურება.