პროექტის „სივრცის დამზოგველი ავეჯის წარმოების“ პრეზენტაცია გაიმართა

საპარტნიორო ფონდმა სტარტაპ საქართველოს მორიგი გამარჯვებული პროექტის სივრცის დამზოგველი ავეჯის წარმოების პრეზენტაცია გამართა. ბიზნესიდეა მრავალფუნქციური მცირე ზომის ავეჯების დამზადებას ითვალისწინებს. სტარტაპ საქართველომ აღნიშნული პროექტისთვის 100 000 ლარი გამოყო. ამ ეტაპზე საპარტნიორო ფონდის შვილობილ ორგანიზაციას 90 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის, 70 ბიზნესიდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის.