პროექტის პრეზენტაცია

„ქართულ-ამერიკულმა რესპუბლიკურმა ალიანსმა“ ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა.

პროექტ „გეორგიას“ მიზანია, საქართველოს მასშტაბით შეიქმნას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კოოპერატიული დასახლებები. როგორც ალიანსის დამფუძნებელი განმარტავს, მსგავსი ტიპის პროექტი უკვე განხორციელდა ისრაელში. ალიანსში აცხდებენ, რომ ამ ეტაპზე პროექტში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა 30 ათასამდე ადამიანმა. პირველ ეტაპზე დაიწყება საპილოტე პროგრამა, რომლისთვისაც ადგილმდებარეობის შერჩევა უკვე მიმდინარეობს.