პროექტის პრეზენტაცია

ნაძალადევის რაიონში, თემქის ხევის ტერიტორიაზე, ახალი საქალაქო პარკი გაშენდება.

რეკრეაციული ზონა 4 ჰექტარ ფართობზე მოეწყობა. ამჟამად რეკრეაციული ზონის მოწყობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასაპროექტო სამუშაოები, რომელიც მოიცავს, ასევე ტერიტორიის კვლევას, რის შემდეგაც გაირკვევა შესაძლებელია თუ არა საქალაქო პარკის ტერიტორიაზე მდინარის მონაკვეთის გახსნა.

მიმდინარე სამუშაოებს მერის მოადგილე მაია ბითაძე, საკრებულოს წევრებთან და რაიონის დეპუტატებთან ერთად გაეცნო.