პროექტის პრეზენტაცია

„ახალი რესპუბლიკა“ – ამ სახელწოდებით ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტი“ რეფორმების საგზაო რუკის მომზადებას იწყებს. პარტია „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი ინსტიტუტის“ ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა, პროექტის მიხედვით, უნდა შემუშავდეს პოლიტიკური რეკომენდაციები, რომელიც საქარველოს მომავალ ლიდერებს ხელისუფლების შეცვლის პირველივე დღეს გადაეცემათ. რეფორმა მოიცავს ყველა სფეროს, ტექსტის ავტორების შეფასებით, ის ხელისუფლებას ყველა სფეროს ფუნდამენტურად გარდაქმნაში დაეხმარება.