პროექტი „ვოისა“ Black Sea Arena-ზე

საქართველოს ბანკის სათაო ოფისში პროექტ „ვოისასთან“ დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.

პროექტის ავტორებმა და ორგანიზატორებმა მედიას „ვოისას“ კონცეფცია გააცნეს და მოწვეულ სტუმრებზე ისაუბრეს.

„ბლექ სი არენაზე“ გასამართი ღონისძიების ფარგლებში, ქართველი ჯაზარტისტის, გიორგი მიქაძისა და ანსამბლ „ბასიანის“ გარდა, საქართველოს მიქაძის ამერიკული ბენდი „ოლ სთარ ბენდი“ და ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტი რეიდარ ელისი ეწვევიან.

პროექტი „ვოისა“ თანამედროვე მუსიკისა და ფოლკლორის სინთეზია, რომელიც არტისტებმა ნიუ იორკსა და პეკინში უკვე წარადგინეს.

ვოისას“ ქართული პრეზენტაცია „ბლექ სი არენაზე“ „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში 4 აგვისტოს გაიმართება.