პროექტი „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“
რა მნიშვნელობა აქვს დაცულ ტერიტორიებს და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას კლიმატური ცვლილებების ფონზე.
დაცული ტერიტორიების სააგენტო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით არაერთ პროექტს ახორციელებს. „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ – ასე ჰქვია ერთ-ერთ პროექტს, რომელიც ახალგაზრდებში საქართველოს უნიკალური ბუნებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ემსახურება. როგორი გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს დაუდევრობას, სააგენტომ დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებ 500-მდე მოსწავლეს საკითხთან დაკავშირებული კონკრეტული დავალებები მისცა. გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც. დაჯილდოვება ამჯერად ნავენახევის მღვიმეში გაიმართა.
პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.