პროექტი „უხილავი საქართველო“ 

21:59, 11.11.2025

ხელოვნება ქუჩაში – ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანის ნამუშევრების ნახვა თბილისის სხვადასხვა უბანშია შესაძლებელი. ბილბორდებზე ნათელა გრიგალაშვილის მიერ გადაღებული ფოტოებია წარმოდგენილი. „უხილავი საქართველო“ – ასე დაასათაურა ავტორმა პროექტი, რომელიც ქვეყნის არაერთ კუთხეში გადაღებულ სურათებს აერთიანებს. ფოტოებზე ადამიანები, მათი ყოველდღიურობა, საცხოვრებელი გარემო და ტრადიციებია აღბეჭდილი.

მსგავსი