პროექტი „თბილისის ურბანული ტყე“

18:38, 29.06.2026

„თბილისის ურბანული ტყე“ – ამ სახელწოდების პროექტი, რომელიც საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ხორციელდება დასკვნით ეტაპზეა. უკვე რეაბილიტირებულია 700 ჰექტრამდე ტერიტორია, დარგულია 700 000-მდე ნერგი. განახლებულია 45 კმ-მდე საფეხმავლო და ველობილიკი, მათ შორის, მოეწყო 20 კმ-მდე ახალი ბილიკი. რეკრეაციული მიზნებისთვის განთავსდა ტურისტული ინფრასტრუქტურა. პროექტის ფარგლებში, ასევე გამოყენებულია, ფრინველების ბუნებაში დაბრუნებისა და გამრავლების მეთოდი. ამოქმედდება სპეციალური აპლიკაცია, რომელიც ვიზიტორებს კოორდინაციაში დაეხმარება.

მსგავსი