პროექტი „თბილისის ურბანული ტყე“
გარემოსდაცვითი პროექტი „თბილისის ურბანული ტყე“ დასრულების ეტაპზეა. პროექტი, რომელიც 2020 წელს დაიწყო, დედაქალაქში მწვანე სივრცეების გაფართოებასა და დაზიანებული ტყის აღდგენას ისახავს მიზნად. სამუშაოებს სრულად საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. „თბილისის ურბანული ტყე“ მთაწმინდის, ნარიყალას, სოლოლაკის, ვერის, ბაგების, წავკისისა და ოქროყანის ტყის მასივებს აერთიანებს. პროექტის ფარგლებში უკვე აღდგა 700 ჰექტრამდე ტერიტორია, მოეწყო და განახლდა 45 კმ-მდე საფეხმავლო და ველობილიკი, მათ შორის, 20 კმ-მდე ახალი ბილიკი, ასევე დასასვენებელი და საპიკნიკე სივრცეები. დაირგო 700 ათასამდე ხე-მცენარე.