პროექტი „თბილისის ურბანული ტყე“
პროექტი „თბილისის ურბანული ტყე“ დასრულების ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, მთაწმინდის ფერდზე უკვე რეაბილიტირებულია 700 ჰექტრამდე ტერიტორია, დარგულია 700 000-მდე ნერგი და განახლებულია 45 კმ-მდე საფეხმავლო და ველობილიკი, მათ შორის, მოეწყო 20 კმ-მდე ახალი ბილიკი. პროექტი, თბილისის მერიასა და ფონდ „ქართუს“ შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიმდინარეობა, დღეს თბილისის მერმა დაათვალიერა.