პროექტი სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის 

ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტომ და საქველმოქმედო ფონდმა, „აი ია“-მ ერთობლივი პროექტის განხორციელება დაიწყეს.

ფონდის მიერ გამოცემული სანოტო კრებული, რომელიც სმენადაქვეითებულ ბავშვებში სმენის უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული, სააღმზრდელო მეთოდოლოგიაში დაინერგება. აღნიშნული კრებულის დეტალურად გასაცნობად სხვადასხვა ბაღების მუსიკის პედაგოგებისთვის შეხვედრა თბილისის 33-ე ბაგა-ბაღში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მათ წიგნის გამოყენების ძირითად პრინციპებზე ისაუბრეს.