იზრდება იმ სკოლების რაოდენობა, სადაც სწავლება სტემ პროგრამებით იქნება შესაძლებელი.
საუბარია სწავლების ინტეგრირებულ მოდელზე, რომლის მიზანიც ბავშვებში სხვადასხვა მნიშვნელოვანი უნარების გამომუშავებაა. აქცენტი თანამედროვე სამყაროში წარმატების მისაღწევად საჭირო მნიშვნელოვანი ჩვევების ჩამოყალიბებაზე კეთდება, ბავშვებს კი შესაძლებლობა აქვთ სწავლების ინოვაციური მოდელით, ლიდერობის შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების ხელოვნებას დაეუფლონ. პროგრამის მასშტაბის ზრდასთან ერთად დაგეგმილია პედაგოგების ინტენსიური გადამზადებაც.