პროექტი სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის 

საქართველოში შესაბამისი ასაკის 12 ათასი ბავშვი სკოლაში არ დადის.

ინფორმაცაის ამის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდი ავრცელებს. საგანმანათლებლო სისტემაში სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების ჩართვისა და მათი სწავლის შედეგების გაუმჯობესების მიზნით ქვეყანაში ორწლიანი პროგრამა დაიწყო. გაერო-ს ბავშვთა ფონდთან ერთად საქართველოს პროექტში პარტნიორობას ბულგარეთი უწევს. ბავშვების რომელ ასაკობრივ სეგმენტში დგას ყველაზე მეტად ეს პრობლემა, განათლების სამინისტროში კონკრეტული პასუხი არ აქვთ. სამინისტროში ამბობენ, რომ  უწყებათაშორის პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც მოხდება ამ ადამიანების იდენტიფიცირება, მუშაობა მიმდინარეობს.