პროექტი „სკოლის მენეჯმენტის გაძლიერება საქართველოში“

პროექტის „სკოლის მენეჯმენტის გაძლიერება საქართველოში“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს მენეჯმენტის საშუალო რგოლის განვითარებას, კათედრების ხელმძღვანელების გადამზადებას ლიდერობასა და მენეჯმენტში და კათედრების სისტემის გაძლიერებას.

კონფერენციაზე პროექტის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა, მხარდამჭერებთან და სტუმრებთან ერთად, პროექტის შედეგები შეაჯამეს. გააუზიარეს ერთმანეთს ადმინისტრირების პრაქტიკა და რეკომენდაციები წარადგინეს. პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.