პროექტი შინაური ცხოველების მეპატრონეებისთვის
რა პირობებში ცხოვრობენ შინაური ცხოველები და იცავენ თუ არა მათი მეპატრონეები კანონით გათვალისწინებულ ნორმებს.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დედაქალაქის მასშტაბით აქტიური შემოწმება დაიწყო. მისამართების მიხედვით, სახლში მისვლით გაკონტროლდება ადამიანის ერთგული მეგობრების საცხოვრებელი გარემო. ასევე სპეციალისტები მონიტორინგს გაუწევენ ვაქცინაციის ვადებს, არიან თუ არა ცხოველები ჩიპირებული, ხოლო მეტისის შემთვევაში ჩატარებულია თუ არა სტერილიზაცია-კასტრაციის პროცედურა. მონიტორინგის მიზანი ახალი კანონის ამოქმედებამდე ცხოველთა მეპატრონებიის მომზადებაა. საკანონდებლო ცვლილებები, რომელიც წელს უნდა შევიდეს ძალაში, ცხოველთა უკონტროლო გამრავლების პრევენციას და სხვადასხვა დარღვევაზე ჯარიმების ზრდას ითვალისწინებს.