პროექტი „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო – 1700“
კლასიკური მუსიკის საღამო, რომლითაც ისტორიული მოვლენისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო პროგრამა გაიხსნება. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებები იწყება – პირველი მუსიკალური საღამო საფესტივალო ორკესტრის კონცერტია, პროგრამა კიდევ არაერთ საღამოს მოიცავს. შესრულდება მალერის მეათე სიმფონია და ქართული საგუნდო მუსიკა. ქართლის მოქცევის 1700 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების კულტურული ნაწილი 3 ივნისს დაიწყება. დაგეგმილია არაერთი მუსიკალური საღამო, მოწვეული და ქართველი შემსრულებლებით და ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებით. კონცერტების სერია 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება.