პროექტი „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისთვის”
„სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისთვის” – აღნიშნული პროექტის ფარგლებში რელიგიის სააგენტოსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრაზე პროგრამის კურსდამთავრებულებს ენის შესწავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ. ასევე, შეკრებილებმა ახალი, მეხუთე ეტაპის სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს. აღნიშნული პროექტი 2019 წელს დაიწყო და სწავლების ფარგლებში ქართულ ენას 233 სასულიერო პირი დაეუფლა, მათ შორის კათოლიკური, სომხური, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიებისა და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები.