პროექტი „საერთო მემკვიდრეობა – საერთო მომავალი“
პროექტი „საერთო მემკვიდრეობა – საერთო მომავალი“ დასრულდა ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე შემეცნებითი ტურით. მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთიდან დევნილმა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის ეთნიკურად აფხაზმა მოზარდებმა. იმუშავეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების, საერთო მემკვიდრეობისა და მულტიკულტურალიზმის საკითხებზე. ზუგდიდში გამართულ დასკვნით ღონისძიებაზე მათ პროექტის შედეგები წარადგინეს.