პროექტი „საარჩევნო სიების სრულყოფა“ გრძელდება

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტი „საარჩევნო სიების სრულყოფა“ გრძელდება. პროექტის მიზანია სააგენტოს მონაცემთა ბაზის დახვეწა და ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის სრულყოფილი სიის გადაცემა.

დღეს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში მდებარე საზოგადოებრივ ცენტრში რეგისტრაციიდან მოხსნილმა ერთ-ერთმა მოქალაქემ რეგისტრაცია ხელახლა გაირა და პირადობის მოწმობის მისაღებად ჩააბარა განაცხადი, რომლის საფუძველზეც დარეგისტრირდა ამომრჩეველთა სიაში.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში, აქციით 2016 წლიდან დღემდე 14 500-ზე მეტმა რეგისტრაციიდან მოხსნილმა მოქალაქემ, უსასყიდლოდ აიღო ახალი პირადობის მოწმობა და დარეგისტრირდა კონკრეტულ მისამართზე.