პროექტი „რაგბი აქაურობას“

პირველი არხის თანამშრომლის სპორტული პროექტი, „რაგბი აქაურობას“ გრძელდება.

რეგიონებში რაგბის განვითარების მიზნით დაწყებული პროექტის მონაწილეები, ამჯერად მარტყოფის სარაგბო ბაზაზე იმყოფებიან. ხუთდღიან შეკრებებში 27-კაციანი გუნდი მონაწილეობს. მათ შორის არიან დევნილებიც. დამწყები მორაგბეებისთვის შედგენილი პროგრამა ვარჯიშებს, სახალისო თამაშებს და საგანმანათლებლო აქტივობებს მოიცავს.