პროექტი ქალთა გაძლიერების შესახებ

„გენდერული თანასწორობის დღის წესრიგი ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები“ – ამ თემასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა.

პროექტის მიზანია გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების შესახებ საქართველოს საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებების მხარდაჭერა. ასევე ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობისა და ლიდერობის ხელშეწყობა. კონფერენციის მონაწილეებმა გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.