პროექტი „ოპერა რეგიონებში“ იწყება

საქართველოს რეგიონებში პროექტი „ოპერა რეგიონებში“ იწყება. ჯან კარლო მენოტის კამერული ოპერა, რეჟისორმა ირინა გაჩეჩილაძემ ვენის „ფოლქსთეატრის“ მცირე სცენაზე დადგა. მანამდე, ირინა გაჩეჩილაძის სპექტაკლი ლონდონსა და ბრატისლავაში იყო წარმოდგენილი. სპექტაკლში უცხოეთში მოღვაწე ქართველი მსახიობები და მომღერლები მონაწილეობენ.  წარმოდგენები ქვეყნის დიდ ქალაქებში, ასევე  პანკისის ხეობასა და ნიქოზში გაიმართება.