პროექტი „ნორჩი რეინჯერი“ 

მაჭახელას ეროვნულ პარკში პროექტის „ნორჩი რეინჯერი“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრაზე პროგრამის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა განვლილი ეტაპები და მიღწეული შედეგები შეაჯამეს. პროექტი დაცული ტერიტორიების მიმდებარე რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობით ხორციელდება. ეს არის შემეცნებით ეკო-საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზანი ახალგაზრდა თაობაში გარემოსადმი პასუხისმგებლობისა და ეკოლოგიური ცნობიერების გაღრმავებაა.