პროექტ „კომპასის“ პრეზენტაცია

ნარკომანიის პრევენციის მიზნით, 13-15 წლის მოზარდებს სპეციალური გაკვეთილები ჩაუტარდებათ. პროექტ „კომპასის“ განხორციელება  ხვალიდან, თბილისსა და რეგიონებში არსებულ 12 სკოლაში დაიწყება.

პროგრამა პოლონეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის ეროვნული გეგმის ფარგლებში ხორციელდება და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვისაა განკუთვნილი.

მისი პრეზენტაცია დღეს, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში გაიმართა.