პროექტი „მზისკარი“ ევროპის კულტურული ტურიზმის გამარჯვებულია

12:33, 15.10.2026

ტურისტულ-გასტრონომიული პროექტი „მზისკარი“ ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის 2026 წლის გამარჯვებულია. „მზისკარმა“ ნომინაციაში „შემოქმედებითი ტურიზმი და თანამონაწილეობით შექმნილი კულტურული ტურისტული გამოცდილებები“ პირველი ადგილი დაიკავა. დაჯილდოების ცერემონია საბერძნეთის რესპუბლიკის კუნძულ სკიათოსზე გაიმართა. სულ 72 განაცხადი შეფასდა. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ევროპის წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ ოჯახური გასტრონომიული მასპინძლობის ქსელია, რომლის მიზანია რეგიონული იდენტობის გაძლიერება, მომსახურების ხარისხის ამაღლება და ტურისტული შეთავაზებების გამრავალფეროვნება.

მსგავსი