პროექტი „მზისკარი“ ECTN Awards 2026-ის გამარჯვებულია
პირველი ადგილი 72 ნომინანტს შორის და უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აღიარება.
გასტრო-ტურიზმის მხარდამჭერის ქართული პროექტი „მზისკარი“, ევროპული კულტურული ტურიზმის ქსელის პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებულია. ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის პროექტი საუკეთესოდ, „შემოქმედებითი ტურიზმის“ ნომინაციაში აღიარეს. „მზისკარი“ რეგიონებში არსებულ ავთენტურ კვების ობიექტებს ერთ სივრცეში აერთიანებს და კერძო სექტორს ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნების და სტუმარმასპინძლობის საუკუნოვანი ტრადიციების შენარჩუნებაში ეხმარება. ამ ფორმით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საოჯახო ბიზნესებს შეღავათიან სესხებზე წვდომას, კვების ობიექტის კონცეფციის შემუშავებას და ტრადიციული კერძების პოპულარიზაციას უმარტივებს.
ევროპული ჯილდო და „მზისკარის“ მხარდაჭერით განვითარებული ბიზნესი – ნახეთ მარიამ ბერძენიშვილის სიუჟეტში.