პროექტი „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის“
„მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის“ – ამ სახელწოდების პროგრამის ფარგლებში გორში 1300 ხე მცენარე დაირგვება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინიციტივით კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე, დღეს 300 ძირი ხე მცენარე დარგეს. მათ შორისაა 70 ცაცხვი, 150 მელია და 80 კედარი. შემოდგომაზე დამატებით 1 000-მდე ხე მცენარე გაშენდება, მათ შორის ქარსაფარი ზოლების მოსაწყობად. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით რეაბილიტირებული გორის ცენტრალური პარკის გამწვანება მისი შემდგომი განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია და მიზნად ისახავს ქალაქისთვის კიდევ უფრო ჯანსაღი, ეკოლოგიურად მდგრადი გარემოს შექმნას. ამავე პროგრამის ფარგლებში უკვე შეძენილია 15 500 მერქნიანი, მარადმწვანე და ფოთლოვანი დიდვარჯიანი ნერგი, რომლებიც ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონში დაირგვება.