პროექტი „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ 

12:22, 14.02.2026

„მე, ოჯახი, სახელმწიფო“ – ასე ჰქვია პროექტს, რომლის წევრებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ხვდებიან. ათენში „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებსა და დიასპორას შორის დისკუსია შედგა ტრადიციული და დემოკრატიული ღირებულებების სინთეზზე. შეხვედრას ესწრებოდნენ ათენის საფეხბურთო აკადემიის „იბერიის“ ახალგაზრდა ფეხბურთელებიც. პროექტში „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს.

პროექტი ხორციელდება ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში და თბილისის მერიის თანადაფინანსებით. ის მოიცავს ოთხ თემას და ოთხ საკონკურსო ნომინაციას. მიზანი ეროვნული და დემოკრატიული ღირებულებების ერთობლიობის თაობაზე ქართველ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებაა.

მსგავსი