პროექტი „ხელოვნება სკოლაში“

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, განათლების მინისტრმა პროექტი, „ხელოვნება სკოლაში“ წარადგინა.

პროექტი, „ხელოვნება სკოლაში„ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კულტურის კომპონენტის გაძლიერებასა და მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას ისახავს მიზნად. იგი კულტურის სამ სფეროს აერთიანებს და შემდეგ პროგრამებს მოიცავს: „სკოლა მუზეუმში“, „სკოლა თეატრში“ და „კინო სკოლაში“. სამომავლოდ, აღნიშნული პროექტის მასშტაბი გაიზრდება.

პროექტი განათლების რეფორმის, „ახალი სკოლის“ მოდელის ფარგლებში მაისიდან, საპილოტე რეჟიმში ხორციელდება. პროგრამა, „სკოლა მუზეუმში“ საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციების სასწავლო რესურსად გამოყენებას გულისხმობს.