საქართველოს პირველი არხი ახალი მუსიკალური კონკურსისთვის მონაწილეთა შერჩევას განაგრძობს. პროექტი სახელწოდებით „ხალხური“ – ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ანსამბლებს გააერთიანებს. კონკურსის შემოქმედებითი ჯგუფი ამჯერად გორს ესტუმრა, სადაც კონკურსანტები შიდა ქართლის რეგიონიდან შეირჩევიან.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ხალხური სიმღერისა და ცეკვის მუნიციპალურ და თვითმოქმედ გუნდებს, საოჯახო ანსამბლებსა და ასევე ინდივიდუალურ შემსრულებლებს მთელი საქართველოდან.